გინდა გახდე?!  მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა,ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე   კ ა ლ ო რ ი ე ბ ი

მთავარი ტეგი: ძროხის ხორცი,

ხორცის განტვირთვის დღე მიეკუთვნება ცილოვან განტვირთვის დღეებს. ხორცის განტვირთვის დღე არის ადვილად გადასატანი, თქვენ არ შეგაწუხებთ მტანჯველი შიმშილის გრძნობა. ასეთი განტვირთვის დროს უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ ხორცის განტვირთვის დღე არ არის სასურველი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს თირკმლის, ღვიძლის და სისხლძარღვების  ქრონიკული დაავადებები.

განტვირთვის დღისთვის საჭიროა მჭლე ხოცი(ძროხის ან ქათმის ფილე კანის გარეშე) 300-400გრამის ოდენობით, მარილის გარეშე. ხორცი უნდა გაყოთ 4-5 პორციად, გარნირად შეგიძლიათ მიირთვათ შემდეგი ბოსტნეული: კომბოსტო, სალათის ფურცლები, კიტრი, ასევე ის ბოსტნეული, რომელიც შეიცავს ცილებს: მწვანე გაროხი, მარცვლოვნები, ლობიო, მაგრამ არაუმეტეს 100გრამისა ერთ პორციაზე.
ძილის წინ შეგიძლიათ მიირთვათ 1ჭიქა უცხიმო კეფირი ან მაწონი.