გინდა გახდე?!  მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა,ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე   კ ა ლ ო რ ი ე ბ ი

მთავარი ტეგი: ხილის ნაყინი,

ნაყინი გვიყვარს ყველას, განსაკუთრებით ზაფხულის სიცხეში, მას ყიდულობენ ბავშვები, დიდები, მოხუცები. გარდა იმისა რომ, ნაყინი ერთ-ერთი ყველაზე იაფი ნუგბარია, ამას გარდა ის სასარგებლოა,  შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, მაგნიუმს და სხვა მნიშვნელოვან ელემენტებს, რადგან მზადდება რძის და ნაღების საფუძველზე. თუმცა მშობლები მაინც უკრძალავენ ბავშვებს ნაყინს, და მხოლოდ კვირაში 2-3ჯერ აძლევენ ჭამის უფლებას, რადგან მიაჩნიათ რომ ნაყინი შეიძლება გახდეს ყელის ზედა სასუნთქი გზების დაავადების მიზეზი, მაგალითად ანგინის. თუმცა აქ საკმაოდ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.