გინდა გახდე?! მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა, - ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე კ ა ლ ო რ ი ე ბ ი
ფენოლის ნაერთები ფართოდ არის გავრცელებული მცენარეების სამყაროში და წარმოადგენს მცენარეების მეტაბოლიზმის ყველაზე ხშირ პროდუქტს. ფენოლის ნაერთები, ანუ პოლიფენოლები მოიცავენ ნივთიერებათა ბევრ კლასს: ფენოლის მჟავები, შეღებილი ანტოციანები, მარტივი და რთული ფლავონოიდები. ყველა ფენოლი ნაერთი შეცავს არომატულ ბირთვს ერთი, ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფებით.
შეიძლება თუ არა ადამიანი გახდეს შაქარზე დამოკიდებული?
ოფიციალური მედიცინა არ ცნობს „შაქარდამოკიდებულ“ ტერმინს, თუმცა ბევრი ტკბილეულის მოყვარული ადამიანი აცხადებს რომ იტანჯება მრავალი წლის მანძილზე შაქარზე დამოკიდებულების გამო. შვეიცარიაში უკვე არსებობს სპეციალური
სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ადამიანებს ეხმარებიან ამ დამოკიდებულების მოხსნაში.
შაქარზე არსებობს ბევრი რადიკალურად განსხვავებული აზრი თუმცა ერთი ფაქტია: მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ბოლო 150 წლის მანძლზე შაქრის მოხმარება გაიზარდა 17-ჯერ.