გინდა გახდე?! მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა, - ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე კ ა ლ ო რ ი ე ბ ი
შეუცვლელი საკვები ნივთიერებები
შეუცვლელია ყველა ის საკვები ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მაგრამ ორგანიზმს ან საერთოდ არ შეუძლია მისი სინთეზი ან არ შეუძლია მისი ადექვატური რაოდენობით სინთეზი, ამიტომ მან ისინი უნდა მიიღოს საკვებთან ერთად.
ადამიანისათვის არსებობს 4 ტიპის შეუცვლელი საკვები ნივთიერებები: შეუცვლელი ამინომჟავები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები და ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ელემენტები (მიკრო და მაკროელემენტები). სხვადასხვა სახეობის ცოცხალი ორგანიზმებისთვის არსებობს განსხვავებული შეუცვლელი საკვები ნივთიერებები, მაგ. უმეტესობა ძუძუმწოვრები ასინთეზებენ ასკორბინის მჟავას ( C ვიტამინი), შესაბამისად ამ სახეობის ცხოველებში ასკორბინის მჟავა არ ითვლება შეუცვლელად, მაშინ როცა ადამიანისთვის ის შეუცვლელ საკვებ ნივთიერებას წარმოადგენს და საჭიროებს გარედან მიღებას.
რიბოფლავინი B2, მონაწილეობს ცხიმების, ნახშირწყლების და ცილების მეტაბოლიზმში. ასევე მონაწილეობს სუნთქვით პროცესებში როგორც კოენზიმი და არის ელექტრონის დონორი. B2 მონაწილეობს ასევე სტეროიდების მეტაბოლიზმში და დეტოქსიფიკაციის რეაქციებში. რიბოფლავინის დეფიციტი თავისი კლინიკით მსგავსია სხვაB ჯგუფის ვიტამინების დეფიციტით, თუმცა უფრო მეტად გამოხატულია კანის და ლორწოვანის დაზიანებით. ზიანდება რქოვანა, ვითარდება ანემია, ფსიქიკური ცვლილებები.
რიბოფლავინის დეფიციტი ვითარდება კვების მკვეთრი შეზღუდვის დროს - შიმშილის დროს. რიბოფლავინის ძირითადი წყაროა: რძე, ხორბლეულობა და მისგან დამზადებული პროდუქტები, ასევე კვერცხი, ხორცი, თევზი, ბროკოლი, პარკოსნები. რიბოფლავინი ადვილად იშლება მზის სინათლის მოქმედებით, ამიტომ რძე უნდა ინახებოდეს ბნელ კონტეინერებში რათა არ მოხდეს რიბოფლავინის დაშლა. რიბოფლავინის დეფიციტის აღმოჩენისთვის ლაბორატორიულად გამოიყენება სისხლის ანალიზი და შარდით რიბოფლავინის განსაზღვრა, ან სისხლში ერითროციტების გლუტათიონის რედუქტაზას აქტივობა. ვინაიდან რიბოფლავინი მცირე რაოდენობით შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, არ არსებობს ცნობები მისი დიდი რაოდენობით მიღების მავნებლობის შესახებ.