გინდა გახდე?!  მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა,ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე   კ ა ლ ო რ ი ე ბ ი

მთავარი ტეგი: მეთიონინი

ადამიანი საკვები სახით იღებს ცილებს (ნახშირწყლებთან და ცხიმებთან ერთად) თუმცა ნებისმიერი კვებით მიღებული ცილა იშლება ამინომჟავებად და ისე შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.  არსებობს შეუცვლადი და შეცვლადი ამინომჟავები. შეუცვლელი ამინომჟავების სინთეზი ადამიანს არ შეუძლია თუ სახელდობრ ის განსაზღვრული ამინომჟავები არ მიიღო, ხოლო შეცვლადი ამინომჟავების სინთეზი ადამიანს შეუძლია მიუხედავად იმისა,  საკვებად მიიღებს თუ არა ამ ამინომჟავებს. არსებობს ცხრა შეუცვლადი ამინომჟავა: ჰისტიდინი, იზოლეიცინი, ლეიცინი, ლიზინი, მეთიონინი/ცისტეინი, ფენილალანინი/თიროზინი,  თეონინი, ტრიფტოფანი და ვალინი.   ზოგიერთი ამინომჟავა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ენერგიის სინთეზისთვის და გლუკონოგენეზისთვის, მაგ. ალანინი. შესაბამისად როდესაც ენერგიის მიღება არაადეკვატურია უნდა გაიზარდოს ცილების წილი ვინაიდან მიღებული ამინომჟავების დიდი ნაწილი გლუკოზის სინთეზისთვის და ოქსიდაციისთვის გამოიყენება.