გინდა გახდე?!  მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა,ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე   კ ა ლ ო რ ი ე ბ ი

მთავარი ტეგი: კუნთი,

ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია მისი რეცეპტორები თითქმის მთელს ორგანიზმშია (ტვინი, მკერდი, პროსტატა, იმუნური უჯრედები) და უდიდესი როლი აქვს კალციუმის მეტაბოლიზმის და ძვლის ჯანმრთელობაში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ  D ვიტამინი აუცილებელია სხვა ქსოვილების ნორმალური ფუნქციონირებისთვისაც (კუნთები, გული  და ა.შ.). ასევე მიიჩნევა, რომ  D ვიტამინს დიდი მნიშვნელობა ენიჭება  სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ როგორც დამხმარე საშუალებას. მაგ. ტუბერკულოზი, ფსორიაზი, გაფანტული სკლეროზი/ D ვიტამინის დეფიციტი ზრდის პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს (ინსულინ-რეზისტენტობა, ჰიპერტენზია, ანთებითი რეაქციები ) ტვინის დისფუნქციას (მაგ. დეპრესია).  D ვიტამინის ძირითადი წყაროა  კანზე ულტრაიისფერი სხივების მოქმედება.  თევზი შეიცავს მცირე რაოდენობით D ვიტამინს.   D2 (ერგოკალციფეროლი) მოიპოვება ზოგიერთ მცენარეებში. ერგოკალციფეროლს იყენებენ  სხვადასხვა ვიტამინების კომპლექსებში.