გინდა გახდე?!  მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა,ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე   კ ა ლ ო რ ი ე ბ ი

მთავარი ტეგი: კალიუმი,

ჩაის სასარგებლო თვისებები
ჩაის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე ათასწლეულობის მანძილზე იყოს დაინტერესების საგანი, მით უმეტეს ჩიას ისეთი კულტურის მქონე ქვეყანაში, როგორიცაა ჩინეთი.

ჩაი ძალიან ბევრ სისტემაზე ახდენს გავლენას ადამიანის ორგანიზმში.

დავიწყოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემიდან. ზედაპირულად - კოფეინი ასტიმულირებს გულის შეკუმშვებს, უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომლეიც აუცილებელია გულის კუნთის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ჩაი აწესრიგებს არტერიულ წნევას. იაპონელმა მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ პირველი-მეორე ხარისხის არტერიული ჰიპერტენზიის დროს მწვანე ჩაის რეგულარული მოხმარების დროს წნევა შემცირდა 10-20%.

ჩაი უკილაური ქიმიური ფაბრიკაა. ჩაის ქიმიურ შემადგენლობის გარკვევას არაერთი ქიმიკოსი ცდილობდა. მართალია ბევრ ფაქტს მოეფინა ნათელი, მაგრამ აღმოსაჩენი ჯერ კიდევ ბევრი რამეა. ითვლება, რომ ჩაის შემადგელობაში შედის 300-მდე ნივთიერება.

ჩაის გამოშრობის პროცესში ჩაი კარგავს წონის 70-75%, კერძოდ წყალს, თუმცა კი გამომშრლი ჩიას ფურცლებშიც კი არის 3-5% წყალი.

დარჩენილი 25-30% არის არის 3-5% წყალი და სწორედ ის 300 ნივთიერება, რომელთაგანაც ხსნადი და უხსნადი კომპონენტების პროცენტული შემცველობა მოცემულია ქვემოთ: