გინდა გახდე?! მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა, - ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე კ ა ლ ო რ ი ე ბ ი
რატომ არის „დიეტის პლატო“ გარდაუვალი?
თუ დიეტაზე ხართ, ეს სტატია ნამდვილათ თქვენთვისაა, კარგათ გაიაზრეთ და დაიმახსორეთ შემდეგი ფაქტორები აუცილებლად გამოგადგებათ...
„დიეტური პლატო“ - ჩვენი შეცდომების შედეგი სულაც არ არის, ეს არის ნორმალური მდგომარეობა, რომელიც ადრე თუ გვიან ყველა მოდიეტეს ხვედრია.
წონის შეჩერება აუცილებელია ორგანიზმისთვის, რათა შეძლოს შეგუება ახალ წონასთან, დაკლება ხომ სერიოზული ძვრაა ორგანიზმისთვის.
ერთ-ერთ მთავარ როლს დაკლების დროს თამაშობს ჩვენი ფსიქიკა, მას აქვს ჩვენი სხეულის გარკვეული გამოსახულება შექმნილი, დიეტის დროს იცვლება ჩვენი წონა და ფიზიკური აქტივობა, ტვინს ჭირდება გარკვეული დრო, რომ შეცვლილ სხეულს და ცხოვრების სტილს „მიეჩვიოს“ და შექმნას ახალი“ხატება“, ანუ შეიქმნას წარმოდგენა თავის ახალ სხეულზე და ცხოვრების წესზე. ამ პროცესის დაჩქარება შეუძლებელია, სწორედ ეს ფაქტორი მოქმედებს წონის სწრაფ ანაზღაურებაზე მონო დიეტების დასრულებისთანავე, ფსიქიკა უბრალოდ ვერ ასწრებს გადაწყობას და ახალი სხეულის აღქმას, ამიტომ ცდილობს დაიბრუნოს თავისი ჩვეული მდგომარეობა...