გინდა გახდე?!  მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა,ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე   კ ა ლ ო რ ი ე ბ ი

მთავარი ტეგი: დისპეფსიური მოვლენები,

ვიტამინი B5 იგივე პანტოთენიკის მჟავა ჩართულია ქოლესტერინის სინთეზში და ცხიმების მეტაბოლიზმში, ასევე მონაწილეობს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნაში.  B5 შეიცავს ხორცეულობა, ღვიძლი და სხვა შინაგანი ორგანოები, კვერცხი, მარცვლეულობა, ბოსტნეული. ბუნებაში B5  ვიტამინის დეფიციტი თითქმის არ გვხვდება, ამის შესახებ მხოლოდ ექსპერიმენტული ცნობები არსებობს.  B5   გამოიყოფა შარდის მეშვეობით, მისი დონის განსაზღვრა შარდის ანალიზში მისი კონცენტრაციით ხდება.  B5    - ის დეფიციტი იწვევს არასპეციფიურ სიმპტომატიკას, დისპეფსიური მოვლენები, პარესთეზიები, დეპრესია, დაღლილობა და ჰიპოგლიკემია და ა.შ. არსებობს მონაცემები, რომლის მიხედვითაც  პატიმრებს მეორე მსოფლიო ომის დროს ემარებოდათ ფეხების წვის სინდრომი და ეს იყო განპირობებული ვიტამინი  B5 -პანტოთენიკის მჟავის დეფიციტით.