გინდა გახდე?! მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა, - ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე კ ა ლ ო რ ი ე ბ ი
თანამედროვე ადამიანი ყოველთვის ვერ ასწრებს ნორმალურად სადილობას და უწევს გზაში წახემსება. ჯანმრთელობას რომ არ მიადგეს ზიანი საჭიროა ექსპრეს-კვება იყოს ჯანსაღი. თუ თქვენ გიწევთ შორ გზაზე სიარული და გზაში შედიხართ შემხვედრ კაფეებში, თავი აარიდეთ სწრაფი კვების ობიექტებს, სადაც იყიდება ფასტ-ფუდი, შაურმა, ჰოთ-დოგები, ბიგმაკები, ჩიზბურგერები, ხორცის, თევზის და სოკოს ბულიონები, შემწვარი კერძები და შებოლილი პროდუქტები, ასევე დამარილებული, დამარინადებული კერძები, ცხარე სოუსები ეს ყველაფერი მომნელებელი სისტემის პირველი მტერია.
ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რას ჭამს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რა არის მავნებელი ჩვენი ორგანიზმისთვის. ყველაფერს, რაც არის ძალიან სასიამოვნო მივყავართ არასასურველ შედეგებამდე, ძალიან ხშირად ისე ხდება , რომ ყველაზე გემრიელი პროდუქტები არის ყველაზე მავნებელი.
არ არის რეკომენდირებული შემდეგი პროდუქტების ხშირი მოხმარება:
უარყოფითი კლორიულობა ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს პროდუქტის გადამუშავებაზე, ვიდრე შეიცავს თავად პროდუქტი. გამოდის რომ ჩვენ ვჭამთ დაბალკალორიულ პროდუქტებს, მაგრამ ამასთანავე ვხარჯავთ გაცილებით მეტ ენერგიას მის შეთვისებაში. ამ პროდუქტების შემთხვევაში ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ გადამუშავება ითხოვს ორგანიზმის მხრიდან შედარებით მეტი ენერგიის დახარჯვას, ვიდრე შეიცავს თავად პროდუქტი.