ასკორბინის მჟავას შეიცავს: ციტრუსები, მწვანე ბოსტნეული, პომიდორი, კარტოფილი. დღეში სასურველია 90 მგ C ვიტამინის მიღება მამაკაცებისთვის, ქალებისთვის კი 75 მგ/დღეში.
C ვიტამინის დეფიციტი იწვევს სურავანდს (ცინგა, სკურბიტი, სკურვი). ეს ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც იღებენ დღეში 10 მგ-ზე ნაკლებ ასკორბინის მჟავას. უმეტესად გავრცელებულია ძალიან დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენლებსა და მოხუცებში. , არ ხდება შემაერთებელი ქსოვილის სრულყოფილად ჩამოყელიბება-შენარჩუნება ამიტომ C ვიტამინის დეფიციტს ახასიათებს: სისხლდენა ღრძილებიდან, პეტექიები, ექიმოზი, პერიფოლიკულარული ჰემორაგიები, სისხლდენა სახსრებში, პერიტონიუმის ღრუში, ბავშვებში ხელს უშლის ძვლების ზრდას.
200 მგ- C ვიტამინი აუმჯობესებს სურავანდის სიმპტომებს რამოდენიმე დღეში. C ვიტამინის მოხმარებამ მაღალი დოზებით 1-2 გ- დღეში, შეიძლება მცირედ გააუმჯობესოს ზედა სასუნთქი გზების დროს სიმპტომატიკა და ხანგრძლივობა. ასევე გამოიყენება ჩედიაკ ჰიგაშის და იმპერფექტული ოსტეოგენეზის სამკურნალოდ. C ვიტამინის შედარებით მაღალი დოზით (საკვების სახით) მიღება ცხოვრების განმავლობაში მცირედ ამცირებს სიმსივნეების განვითარების რისკს(კუჭის და საყლაპავის).. ამის მიზეზი ისაა, რომ C ვიტამინი არ აძლევს ნიტრიტებს კარცენოგენად (ნიტროზამინები) გარდაქმნის საშუალებას.
2 გ-ზე მეტი C ვიტამინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი დიარეა, ღებინება, გულისრევა. მაღალი დოზებით C ვიტამინის გამუდმებულმა მიღებამ შეიძლება თირკმელებში კენჭების განვითარება გამოიწვიოს. თუმცა ეს კვლევები ეჭვ ქვეშ დგას ჯანმრთელ პაციენტებში (უვითარდებათ მათ, ვისაც უკვე ჰქონდა თირკმლების პათოლოგია).
ბიოტინი - წყალში ხსნადი ვიტამინია რომელიც გენების ექსპრესიაში თამაშობს მნიშვნელოვან როლს, ასევე მონაწილეობს ცხიმოვანი მჭავების სინთეზში. ბიოტინს შეიცავს ხორცეული, ღვიძლი, თირკმელები, სოიო, ლობიო, სოკო, კვერცხი (გული), ცილა შეიცავს ცილა ავიდინს, რომელიც უკავშირდება მას და ამცირებს ბიოტინის შეწოვას.
ბიოტინის დეფიციტი თითქმის არ გვხვდება, ექსპერიმენტულად (კვერცხის ცილის -თეთრი ნაწილით დიეტით), შეიძლება ადამიანს განუვითაროს დეპრესია და ჰალუცინაცია, პარესთეზია, ანორექსია. ბიოტინის გადაჭარბების შესახებ ცნობები არ არსებობს.
