გინდა გახდე?!  მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა,ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე   კ ა ლ ო რ ი ე ბ ი

მთავარი
სამშაბათი, 17 ივლისი 2012 22:06

ვიტამინი A

ავტ: 
შეფასება
(4 ხმა)

A ვიტამინი არის იგივე რეტინოლი,  რეტინოიდებში  მოიაზრებენ იმ ნივთიერებებს რომლებიც თავისი მოლეკულური სტრუქტურით ახლოს არიან რეტინოლთან.  რეტინალდეჰიდი უმნიშვნელოვანესი ნივთიერებაა ადამიანის ორგანიზმში ის მონაწილეობს ხედვის პროცესებში.  რეტინოიკის მჟავა კი აუცილებელია ნორმალური მორფო-სტრუქტურისთვის და ზრდისთვის.  უჯრედების გამრავლებისთვის და დიფერენცირებისთვის.  A ვიტამინი მონაწილეობს რკინის უტილიზაციაში და ჰუმორულ იმუნიტეტის ფორმირება-ფუნქციონირებაში.

ბუნებაში 600 მდე კაროტინია მათგან 50 -ის მეტაბოლიზმი ხდება ვიტამინ A-დ.   ბეტა კაროტინი, ყველაზე გავრცელებული კაროტინია რომლის მიღებითაც ადამიანს შეუძლია A ვიტამინის მიღება საკვებისგან.  კაროტინები შეიწოვება ნაწლავების მეშვეობით და ინახება ღვიძლში და ცხიმოვან ქსოვილში. კაროტინებისგან 12 ჯერ ნაკლები რეტინოლი მიიღება საკვების სახით.  ზეთში გახსნილი ბეტა კაროტინებისგან კი მხოლოდ 2 ჯერ ნაკლები რეტინოლი მიიღება.

ღვიძლი შეიცავს A ვიტამინის 90 % რეზერვს და უშვებს სისხლის მიმოქცევაში დროდადრო რეტინოლის სახით.

A ვიტამინს აღნიშნავენ მიკროგრამებში. 1 მიკროგრამი  რეტინოლი ტოლია 12 მიკროგრამი ბეტა კაროტინის და 24 მიკროგრამი ალფაკაროტინის.  A ვიტამინს შეიცავს:

A ვიტამინის საუკეთესო წყარო საკვების სახით:

  • ღვიძლი,
  • თევზი
  • კვერცხი

ბოსტნეული ასევე შეიცავს კაროტინებს.   განსაკუთრებით მუქი და მწვანე ბოსტნეული.  ახალშობილებში უფრო მეტად არის გამოხატული A ვიტამინის დეფიციტი, ვინაიდან დედის რძე არ არის საკმარისი რეტინოლის საკმარისი რაოდენობის მიღებისთვის.  A ვიტამინთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს თუთიის ადექვატური მიღებაც,  ეს ორი ნივთიერება აუცილებელია  ქსოვილების ნორმალური განვითარებისთვის.  თუთია მონაწილეობს  A ვიტამინის მეტაბოლიზმში ღვიძლში.  ალკოჰოლი თრგუნავს რეტინოლის რეტინალდეჰიდად გარდაქმნას  რადგან კონკურენციას უწევს რეტინოლს ალკოჰოლ (რეტინოლ) დეჰიდროგენაზას მიმართ.  ზოგიერთი წამალი და ნივთიერება მოქმედებას  A ვიტამინის შეწოვაზე: მინერალური ზეთი, ნეომიცინი, ქოლესტირამინი.

დეფიციტი -  A ვიტამინის დეფიციტი ენდემურია მრავალი რეგიონისთვის: სამხრეთ  აზია, ლათინო ამერიკა, ჩინეთი  და ა.შ.   რეტინოლის ნორმალური რაოდენობაა 1,0-3,50 მიკრო მოლი/ლიტრზე ან 30-100 მიკრო გრამი/დეცილიტრზე.  მსოფლიოში 90 მილიონზე მეტ ბავშვს აქვს A ვიტამინის დეფიციტი, თუმცა  მათ მხოლოდ  4 % აქვს მკვეთრი დეფიციტი, რომელიც გამოიხატება ქსეროფთალმიით, ღამის სიბრმავე, კონუქტივის სიმშრალე,  თეთრი ლაქები სკლერაზე.  A ვიტამინის დეფიციტი მრავალ შემთხვევაში ხდება სერიოზული მდგომარეობების მიზეზი განსაკუთრებით ენდემურ კერებში. იწვევს დიარეას, დიზენტერიას, სისუსტეს, ასოცირებულია ინფექციების მიმღებლობასთან, სასუნთქი გზების დაავადებებთან.  ორსულების თითქმის 10 % ში აღინიშნება  A ვიტამინის დეფიციტი.

ქსეროფთალმიას მკურნალობენ 60მგ  A ვიტამნით, რეტინოლი გარეულია ზეთში და რბილ კაფსულაშია მოთავსებული. იგივე დოზას იმეორებენ 1 და მე 14 დღეს.  ან 3 მგ- დღეში 3 თვის განმავლობაში, ან 7,5 მგ  კვირაში  ორჯერ იგივე პერიოდის განმავლობაში.  მსუბუქი დეფიციტის მკურნალობას წარმოადგენს  1500 მიკრო გრამი 3 ჯერ კვირაში 4 კვირის განმავლობაში.  რეტინოლის დეფიციტი ვითარდება მალაბსორბციული დაავადებების არსებობის ფონზე.

A ვიტამინის რაოდენობის გადაჭარბება 150 მგ. იწვევს ინტრაკრანიალური წნევის მომატებას, თავბრუსხვევას, დიპლოპიას,  გულყრას, შესაძლოა სიკვდილიც კი გამოიწვიოს.  ქრონიკული მოხმარებით ინტოქსიკაცია კი ვითარდება იმ შემთხვევაში თუ ზრდასრული იღებს  A ვიტამინს დღეში 15 მგ.(ბაშვისთვის 6მგ/დღეში) რამოდენიმე თვის განმავლობაში.  ტოქსიკაციის სიმპტომებს წარმოადგენს:

  • კანის სიმშრალე
  • კანის აქერცვლა (მაგ. ტუჩის კუთხეები)
  • გლოსიტი
  • ღებინება
  • ალოპეცია
  • ძვლის დემინერალიზაცია
  • ტკივილი
  • ჰიპერკალცემია
  • ლიმფ. კვანძების გადიდება
  • ჰიპერლიპიდემია
  • ამენორეაპაპილედება
  • ტვინში ფსევდოსიმსივნე
  • ღვიძლის ფიბროზი
  • ორსულებში განვითარების ანომალიები და სპონტანური აბორტი.

ორსულში უსაფრთხო  A ვიტამინის მაქსიმალური დოზაა 3 მგ. დღეში.

კაროტინის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს სხეულის სხვადასხვა ადგილების გაყვითლება. თუმცა არა სკლერების.  ჰიპოთირეოზის დროს კაროტინის მეტაბოლიზმი და მისი დაშლა შენელებულია, ამიტომ შესაძლოა განვითარდეს ჰიპერკაროტინემია.  კაროტინემიის მკურნალობა კაროტინის მიღების შეწყვეტაა.  მდგომარეობა ბოლომდე აღდგება 30-60 დღეში.

Read 3994 times

დატოვეთ კომენტარი