გინდა გახდე?! მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა, - ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე კ ა ლ ო რ ი ე ბ ი
კარნიტინი არის აზოტ შემცველი, დადებითად დამუხტული მოლეკულური იონი, რომლის ქიმიური ფორმულაა C7H15NO3 . მისი ბიოსინთეზი ძირითადად მიმდინარეობს ღვიძლსა და თირკმლებში, ამინომჟავა ლიზინიდან და მეთიონინიდან. მისი სინთეზისათვის აუცილებელია ასევე C ვიტამინი.
კარნიტინი არსებობს ორი სტერეოიზომერული ფორმით:
L ფორმა ბიოლოგიურად აქტიურია, ხოლო D ფორმა ბიოლოგიურად არაა აქტიური.
როდესაც L კარნიტინი აღმოაჩინეს, ის მიაკუთვნეს B ჯგუფის ვიტამინებს, სახელწოდებით Bt, თუმცა დღეისათვის ის აღარ ითვლება ვიტამინად.
შეუცვლელი საკვები ნივთიერებები
შეუცვლელია ყველა ის საკვები ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მაგრამ ორგანიზმს ან საერთოდ არ შეუძლია მისი სინთეზი ან არ შეუძლია მისი ადექვატური რაოდენობით სინთეზი, ამიტომ მან ისინი უნდა მიიღოს საკვებთან ერთად.
ადამიანისათვის არსებობს 4 ტიპის შეუცვლელი საკვები ნივთიერებები: შეუცვლელი ამინომჟავები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები და ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ელემენტები (მიკრო და მაკროელემენტები). სხვადასხვა სახეობის ცოცხალი ორგანიზმებისთვის არსებობს განსხვავებული შეუცვლელი საკვები ნივთიერებები, მაგ. უმეტესობა ძუძუმწოვრები ასინთეზებენ ასკორბინის მჟავას ( C ვიტამინი), შესაბამისად ამ სახეობის ცხოველებში ასკორბინის მჟავა არ ითვლება შეუცვლელად, მაშინ როცა ადამიანისთვის ის შეუცვლელ საკვებ ნივთიერებას წარმოადგენს და საჭიროებს გარედან მიღებას.
ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია მისი რეცეპტორები თითქმის მთელს ორგანიზმშია (ტვინი, მკერდი, პროსტატა, იმუნური უჯრედები) და უდიდესი როლი აქვს კალციუმის მეტაბოლიზმის და ძვლის ჯანმრთელობაში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ D ვიტამინი აუცილებელია სხვა ქსოვილების ნორმალური ფუნქციონირებისთვისაც (კუნთები, გული და ა.შ.). ასევე მიიჩნევა, რომ D ვიტამინს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ როგორც დამხმარე საშუალებას. მაგ. ტუბერკულოზი, ფსორიაზი, გაფანტული სკლეროზი/ D ვიტამინის დეფიციტი ზრდის პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს (ინსულინ-რეზისტენტობა, ჰიპერტენზია, ანთებითი რეაქციები ) ტვინის დისფუნქციას (მაგ. დეპრესია). D ვიტამინის ძირითადი წყაროა კანზე ულტრაიისფერი სხივების მოქმედება. თევზი შეიცავს მცირე რაოდენობით D ვიტამინს. D2 (ერგოკალციფეროლი) მოიპოვება ზოგიერთ მცენარეებში. ერგოკალციფეროლს იყენებენ სხვადასხვა ვიტამინების კომპლექსებში.
A ვიტამინი არის იგივე რეტინოლი, რეტინოიდებში მოიაზრებენ იმ ნივთიერებებს რომლებიც თავისი მოლეკულური სტრუქტურით ახლოს არიან რეტინოლთან. რეტინალდეჰიდი უმნიშვნელოვანესი ნივთიერებაა ადამიანის ორგანიზმში ის მონაწილეობს ხედვის პროცესებში. რეტინოიკის მჟავა კი აუცილებელია ნორმალური მორფო-სტრუქტურისთვის და ზრდისთვის. უჯრედების გამრავლებისთვის და დიფერენცირებისთვის. A ვიტამინი მონაწილეობს რკინის უტილიზაციაში და ჰუმორულ იმუნიტეტის ფორმირება-ფუნქციონირებაში.
ბუნებაში 600 მდე კაროტინია მათგან 50 -ის მეტაბოლიზმი ხდება ვიტამინ A-დ. ბეტა კაროტინი, ყველაზე გავრცელებული კაროტინია რომლის მიღებითაც ადამიანს შეუძლია A ვიტამინის მიღება საკვებისგან. კაროტინები შეიწოვება ნაწლავების მეშვეობით და ინახება ღვიძლში და ცხიმოვან ქსოვილში. კაროტინებისგან 12 ჯერ ნაკლები რეტინოლი მიიღება საკვების სახით. ზეთში გახსნილი ბეტა კაროტინებისგან კი მხოლოდ 2 ჯერ ნაკლები რეტინოლი მიიღება.
ვიტამინი B5 იგივე პანტოთენიკის მჟავა ჩართულია ქოლესტერინის სინთეზში და ცხიმების მეტაბოლიზმში, ასევე მონაწილეობს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნაში. B5 შეიცავს ხორცეულობა, ღვიძლი და სხვა შინაგანი ორგანოები, კვერცხი, მარცვლეულობა, ბოსტნეული. ბუნებაში B5 ვიტამინის დეფიციტი თითქმის არ გვხვდება, ამის შესახებ მხოლოდ ექსპერიმენტული ცნობები არსებობს. B5 გამოიყოფა შარდის მეშვეობით, მისი დონის განსაზღვრა შარდის ანალიზში მისი კონცენტრაციით ხდება. B5 - ის დეფიციტი იწვევს არასპეციფიურ სიმპტომატიკას, დისპეფსიური მოვლენები, პარესთეზიები, დეპრესია, დაღლილობა და ჰიპოგლიკემია და ა.შ. არსებობს მონაცემები, რომლის მიხედვითაც პატიმრებს მეორე მსოფლიო ომის დროს ემარებოდათ ფეხების წვის სინდრომი და ეს იყო განპირობებული ვიტამინი B5 -პანტოთენიკის მჟავის დეფიციტით.
ფენოლის ნაერთები ფართოდ არის გავრცელებული მცენარეების სამყაროში და წარმოადგენს მცენარეების მეტაბოლიზმის ყველაზე ხშირ პროდუქტს. ფენოლის ნაერთები, ანუ პოლიფენოლები მოიცავენ ნივთიერებათა ბევრ კლასს: ფენოლის მჟავები, შეღებილი ანტოციანები, მარტივი და რთული ფლავონოიდები. ყველა ფენოლი ნაერთი შეცავს არომატულ ბირთვს ერთი, ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფებით.
ასკორბინის მჟავა და მისი ოქსიდირებული ფორმა დეჰიდროასკორბინის მჟავა აირან წყალში ხსნადი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებსაც ახასიათებთ ანტიოქსიდანტური თვისებები და ასევე მონაწილეობენ ჰემთან შეუკავშირებული რკინის შეწოვაში. კარნითინის ბიოსინთეზში, დოფამინს გარდაქმნის ნორადრენალინად, და სხვა ჰორმონების სინთეზში მონაწილეობს. ასევე მნიშვნელობა აქვს შემაერთებელი ქსოვილის მეტაბოლიზმში.
ასკორბინის მჟავა კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის სისტემაში თუ მიღებული რაოდენობა ნაკლებია 100 მგ-ზე. თუ 1 გრამზე მეტია მიღებული დოზა შეიწოვება მხოლოდ ნახევარი. თუ ასკორბინის მჟავის დიდი რაოდენობით მიღება მოხდა მისი ექსკრეცია გაძლიერებულია საშარდე და საჭმლის მომნელებელი ტრაქტით.
რიბოფლავინი B2, მონაწილეობს ცხიმების, ნახშირწყლების და ცილების მეტაბოლიზმში. ასევე მონაწილეობს სუნთქვით პროცესებში როგორც კოენზიმი და არის ელექტრონის დონორი. B2 მონაწილეობს ასევე სტეროიდების მეტაბოლიზმში და დეტოქსიფიკაციის რეაქციებში. რიბოფლავინის დეფიციტი თავისი კლინიკით მსგავსია სხვაB ჯგუფის ვიტამინების დეფიციტით, თუმცა უფრო მეტად გამოხატულია კანის და ლორწოვანის დაზიანებით. ზიანდება რქოვანა, ვითარდება ანემია, ფსიქიკური ცვლილებები.
რიბოფლავინის დეფიციტი ვითარდება კვების მკვეთრი შეზღუდვის დროს - შიმშილის დროს. რიბოფლავინის ძირითადი წყაროა: რძე, ხორბლეულობა და მისგან დამზადებული პროდუქტები, ასევე კვერცხი, ხორცი, თევზი, ბროკოლი, პარკოსნები. რიბოფლავინი ადვილად იშლება მზის სინათლის მოქმედებით, ამიტომ რძე უნდა ინახებოდეს ბნელ კონტეინერებში რათა არ მოხდეს რიბოფლავინის დაშლა. რიბოფლავინის დეფიციტის აღმოჩენისთვის ლაბორატორიულად გამოიყენება სისხლის ანალიზი და შარდით რიბოფლავინის განსაზღვრა, ან სისხლში ერითროციტების გლუტათიონის რედუქტაზას აქტივობა. ვინაიდან რიბოფლავინი მცირე რაოდენობით შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, არ არსებობს ცნობები მისი დიდი რაოდენობით მიღების მავნებლობის შესახებ.
თიამინი იყო პირველი, რომელიც B ჯგუფის ვიტამინებს შორის აღმოაჩინეს, ამიტომაც მას B1 ვიტამინს უწოდებენ. თიამინი მონაწილეობს ალფა კეტომჟავების დეკარბოქსილებაში. წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში ენერგიის პროდუქციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს. თიამინი მონაწილეობს პერიფერიულ ნერვულ გამტარებლობაშიც. ასევე მონაწილეობს ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოლეკულების დაშლის პროცესში მაგ. გლუკოზა.
თიამინის წყარო: B 1 ვიტამინს ადამიანი საკვების სახით იღებს საშუალოდ 2 მგ/დღეში. ამ ვიტამინის ძირითადი წყაროა სოკო, შინაური ცხოველების ღვიძლი და სხვა შინაგანი ორგანოები, ღორის ხორცი, ლობიო და სხვა პარკოსნები, თხილეულობა, ბრინჯი და ხორბალიც შეიცავს მცირე ოდენობით თიამინს. ჩაი, ყავა, თევზი, ხამანცკები შეიცავენ თიამინაზას, რომელსაც შეუძლია თიამინის განადგურება. დიდი რაოდენობით ყავის და ჩაის სმას თეორიულად შეუძლია ორგანიზმში შეამციროს თიამინის მარაგი.
ვიტამინი A ბეტა-კაროტინი, რეტინოლი
ნორმა:
პირველი ვიტამინი იყო აღმოჩენილ ვიტამინებს შორის. ვიტამინი A ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი მხედველობისთვის, კანის, თმების, ცხვირის, სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსისა ნორმალური ფუნქციონირებისთვის. აგრეთვე ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის, ასტიმულირებს ჭრილობების შეხორცებას.
ვიტამინი A-ს შეიცავს ნარინჯისფერი და ყვითელი ბოსტნეული და ხილი, მუქ-მწვანე ფოთლებიანი ბოსტნეული, რძე, კარაქი. ვიტამინი A ინახება ორგანიზმში დიდხანს, მისი ნაკლებობა ხდება თავის ტკივილის, მხედველობის პრობლემების, ღებინების, გულისრევის, მშრალი, აქერცვლადი კანის, ღვიძისა და ელენთის გადიდების მიზეზი.