გინდა გახდე?!  მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა,ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე   კ ა ლ ო რ ი ე ბ ი

მთავარი სიმართლე საკვების შესახებ ყველაზე მავნებელი პროდუქტები
კვირა, 24 მარტი 2013 14:46

ყველაზე მავნებელი პროდუქტები

ავტ: 
შეფასება
(10 ხმა)


ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რას ჭამს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რა არის მავნებელი ჩვენი ორგანიზმისთვის. ყველაფერს, რაც არის ძალიან სასიამოვნო მივყავართ არასასურველ შედეგებამდე, ძალიან ხშირად  ისე ხდება , რომ ყველაზე გემრიელი პროდუქტები არის ყველაზე მავნებელი.
არ არის რეკომენდირებული შემდეგი პროდუქტების ხშირი მოხმარება:



საწუწნი კანფეტები, „ჩუპა-ჩუპსი“, ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, ქიმიურ დანამატებს, საღებავებს, შემცვლელებს და ა.შ

ჩიფსები(სიმინდის, კარტოფილის,) კარტოფილი ფრი ეს სხვა არაფერია გარდა ნახშირწყლების და ცხიმის ნაზავისა საღებავებით და გემოს შემცვლელებით.

 


ტკბილი გაზიანი სასმელები
შედგება შაქრებისგან, ქიმიისა და გაზებისგან, რომლებიც სწრაფად ავრცელებს ორგანიზმში მავნებელ ნივთიერებებს. კარგად დაფიქრდით სანამ ასეთ სითხეს დალევდეთ, ამას გარდა ტკბილი გაზიანი სასმელები მავნებელია შაქრის მაღალი შემცველობის გამო, მისი სიტკბო ჭიქა წყალში გახსნილ 5-6 ჩაის კოვზი შაქრის ექვივალენტურია, ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ რომ ასეთი სასმელით წყურვილის მოკვლის შემდეგ 5 წუთში ისევ მოგწყურდეთ.

შოკოლადის ბატონები არის კალორიების გიგანტური რაოდენობა ქიმიურ დანამატებთან, გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან, საღებავებთან და არომატიზატორებთან ერთად.

სოსისები და ძეხვეული შეიცავს ე.წ დაფარულ ცხიმებს(ღორის კანს, სალას, შინაგან ცხიმს) ამ ყველაფერს ემატება არომატიზატორები და გემოს შემცვლელები. მავნებელია არა მხოლოდ სოსისები და ძეხვები ითვლება რომ ცხიმიანი ხორციც  არ არის კარგი ორგანიზმისთვის. ცხიმებს მოაქვთ ორგანიზმში ქოლესტერინი, რომელიც ავსებს სისხლძარღვებს, რითიც აჩქარებს დაბერების პროცესს და ამაღლებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს.

მაიონეზი(ქარხანაში წარმოებული) ძალიან კალორიული პროდუქტია, შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმებს, ნახშირწყლებს, საღებავებს, დამატკბობლებს და შემცვლელებს.

კეტჩუპი და  სხვადასხვა სოუსები შეიცავენ საღებავებს, გემოს შემცვლელებს და გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს.

სწრაფი სუპები, ხსნადი სუპები, კარტოფილის პიურეს ფხვნილი, გასახსნელი წვენები „ზუკო“-ს მსგავსი არის ქიმია, რომელიც აყენებს ჩვენს ორგანიზმს ზიანს.

მარილი იწვევს მაღალ წნევას, არღვევს მარილ-მჟავას ბალანსს ორგანიზმში, იწვევს ტოქსინების ჩაგროვებას, ამიტომ თუ არ შეგიძლიათ სრულიად უარი თქვათ მასზე, ის მაინც ეცადეთ რომ ჭამოთ ნაკლებ მარილიანი კერძები.

ალკოჰოლი მინიმალური რაოდენობითაც კი ხელს უშლის ვიტამინების შეთვისებას. გარდა ამისა ის ძალიან კალორიულია. თუ კითხავთ ექიმებს მიიღოთ თუ არა ალკოჰოლი დიეტის დროს წააწყდებით ორ სრულიად განსხვავებულ პასუხს. ზოგი მათგანი ფიქრობს რომ ალკოჰოლი იმდენად კალორიულია რომ შეუთავსებელია დიეტის რაციონთან. ზოგი კი უფლებას აძლევს ადამიანს მოდუნდეს და სტრესი მოიხსნას ზოგჯერ ალკოჰოლის მცირე დოზით. სადილზე თუ მიიღებთ ერთ ბაკალ ღვინოს ეს უფრო სასარგებლოა, ასე შეიძლება აიმაღლოთ ტონუსი და თავი აარიდოთ დეპრესიას. მაგრამ ყველაფერში საჭიროა ზომიერება. ალკოჰოლის ჭარბი დოზით მიღება ამცირებს შრომისუნარიანობას, იწვევს ფსიქიურ დეფექტებს, შეიძლება ჩამოყალიბდეს დამოკიდებულება, ასევე ღვიძლის დაავადება ზოგ ადამიანში.

ანუ ყველანაირი საკვები, რომელიც არ არის ნატურალური შეიძლება ჩაითვალოს მავნებლად, განსაკუთრებით ცხიმიანი და ბევრი შაქრის შემცველი, თუ კარგად დავფიქრდებით მავნებელი პროდუქტების სიას შეემატება ბევრი ჩვენი საყვარელი საჭმელი, მაგრამ როგორც ბევრი კველვა ამტკიცებს მთავარია მცირე დოზა, მცირე დოზით მიღების დროს შეგვიძლია თავი ავარიდოთ ბევრ უსიამოვნებას.

Read 1848 times
წაიკითხეთ ამავე კატეგორიიდან: « პროდუქტები უარყოფითი კალორიებით არაქისი »

დატოვეთ კომენტარი

BMI კალკულატორი

Height

Weight



Nutrition Calorie Counter

თქვენი იდეალური წონა

Gender

Height

Frame



Nutrition Calorie Counter

კალორიების დღიური ნორმა

Age

Gender

Height

Weight

Activity



Nutrition Calorie Counter