გინდა გახდე?!  მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა,ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე   კ ა ლ ო რ ი ე ბ ი

მთავარი
ორშაბათი, 28 იანვარი 2013 13:57

მიუსლი

ავტ: 
შეფასება
(3 ხმა)


მიუსლი ითვლება საუკეთესო საუზმედ უკვე 100 წელია... ეს არის დღის საუკეთესო დასაწყისი. მიუსლი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც ჩვენს კვებას აქცევს ბალანსირებულად და სრულფასოვნად.



ამ კერძის შემქმნელად ითვლება შვეიცარელი ექიმი მაქს ბირხერ-ბენნერი. მას ძალიან უყვარდა სუფთა ჰაერზე სეირნობა. ერთ-ერთი ასეთი გასეირნების დროს ექიმმა ბირხერ-ბენერმა გაიცნო მწყემსი. მან შესთავაზა ექიმს ერთად ესაუზმათ, მწყემსი გაუმასპინძლდა სტუმარს განსაკუთრებული საუზმით, ეს იყო ფაფა ხორბლის მარცვლეულისგან.  მასში მწყემსმა დაამატა ტყის კენკრა, თაფლი და რძე. ექიმი აღტაცებული დარჩა ასეთი საუზმით, გაირკვა რომ მწყემსის ოჯახში მუდამ ასე ამზადებდნენ საუზმეს.

 



შეხვედრის დროს მწყემსი იყო 70 წელზე მეტის. ის და მისი ოჯახი განთქმულები იყვნენ თავისი ძლიერებით და ჯანმრთელობით. ყველა მისი წინაპარი იყო დღეგრძელი. და ისინი ყველა ჭამდნენ ამ კერძს დილას და საღამოს.

მაქს ბირხერ-ბერნერმა მას შემდეგ გადაწყვიტა მიეცა თავსი პაციენტებისთვის ეს საჭმელი. მასში ექიმმა დაამატა შვრიის ფანტელები, ბრინჯის ფანტელები და ა.შ. მას შემდეგ მიუსლის თვლისნ ჯანსაღ საკვებად და მშრალ საუზმედ.

ის მართლაც ძალიან სასარგებლოა, მიუსლი შეიცავს ვიტამინებს, ცხიმებს, ცილებს, ამინომჟავებს და მინერალებს. საკვები ბოჭკოები, რომელსაც შეიცავს ეს კერძი გადამუშავდება ძალიან ნელა. რაც ხდის მიუსლის საკმაოდ ნოყიერს. ასევე იგი ეხმარება ორგანიზმს ქოლესტერინისგან განთავისუფლებაში. განსაკუთრებით სასარგებლოა მიუსლი გულ-სისხლძარღვთა დაავადების და ჰიპერტონიის დროს.

მაგრამ მიუსლის მთავარი საიდუმლოა მისი მომზადების წესი. ამისთვის იყენებენ სხვადასხვა მარცვლოვნებს, მაგრამ არა იმეებს რაც არის ჩვეულებრივ ფაფებში. მიუსლისთვის მარცვლეულს ამუშავებენ  ინფრაწითელი სხივეის საშუალებით. ამიტომაც იჭმევა მიუსლი უმ მდგომარეობაში, როგორც კი დავასხავთ რძეს.

თუმცა მიუსლი უმ მდგომარეობაში არ შეიძლება ყველასთვის. თუ ადამიანს აქვს რაიმე პრობლემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან , მაშინ უნდა წამოადუღოს მიუსლი რამდენიმე წუთით. ეს დააკარგვინებს კერძს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, მაგრამ არ იქნება არასასიამოვნო შედეგები. მაგალითად მეტეორიზმი.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის არ შეიძლება ყველა სახეობის მიუსლი. მათთვის არსებობს სპეციალური- პრაქტიკულად უშაქრო. მარილიანი მიუსლი არ შეიძლება მათთვის ვისაც ხშირად აქვს მაღალი არტერიული წნევა.

არასასურველია თაფლის,  შაქრის და პავიდლოს დამატება სიმსუქნისკენ მიდრეკილი ადამინებისთვის, უმჯობესია მიუსლიან ჯამში ჩააჭრათ ხილი. მაგალითად ბანანი და ვაშლი. გამოვა ძალიან გემრიელი.

ხშირად მიუსლიში შედის ეკზოტიკური ხილი: მანგო, კივი და ა.შ. ტროპიკულ ხილს ბევრი მწარმოებელი ამუშავებს გოგირდით, ყველას კუჭს არ შეუძლია ამასთან გამკლავება, ასევე არსებობენ ალერგიული ადამიანები, ამიტომაც სანამ შეიძენდეთ წაიკითხეთ შემადგენლობა.

კიდევ ერთი რჩევა: დაასხით მიუსლის ნატურალური ახალგამოწურული წვენი, განსაკუთრებით სასურველია ფორთოხლის, რადგან მიუსლი მდიდარი არ არის ვიტამინი C-თი, ფრეშის სასუალებით ადვილად შეიძლება ამ ნაკლის გამოსწორება.

 


კლასიკური მიუსლი უნდა შეიცავდეს სრულმარცვლოვან ხორბლეულს, (მათში შენახულია ყველა სასარგებლო ნივთიერება), ცოცხალ ხილს და ჩირს. ყველა მასში შემავალი ინგრედიენტი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, მაგალითად ჩირი არ უნდა იყოს მკაფიო ფერის და არ უნდა ბრწყინავდეს, ხორბლეული უნდა იყოს სრულმარცვლოვანი.

რეკომენდაცია მიუსლის მიღების შესახებ: 30-დან 50გრამამდე დღეში წყლით ან რძით. გამოდის საშუალოდ 150კკალ. გახსოვდეთ რომ მსხვრევადი მიუსლი შემწვარია ამიტომ არის მაღალკალორიული, ჯობია არჩევანი გააკეთოთ ჩვეულებრივ მიუსლიზე.

კერძის შემადგენლობაში არ უნდა შედიოდეს ქოლესტერინი და ნაჯერი ცხიმები, მაგრამ ბოლო დროს გამოჩნდა მიუსლი ქოქოსით და მცენარეული ზეთით, ეს რეცეპტი მავნებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ამიტომაც ყურადღება გაამახვილეთ შემადგენლობაზე.
ზოგიერთი სახის მიუსლის ჭარბი რაოდენობით მიღება არ ღირს: ეს ეხება პროდუქტს, რომელიც მაღალი დოზით შეიცავს თაფლს, შოკოლადს, ცხიმს და დიდი რაოდენობით მარილს. ასეთი მიუსლის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიზლება გამოიწვიოს წონის მატება (მაგრამ არა იმ შემთხვევაში თუ კალორიებს ითვლით).
მიუსლის მნიშვნელოვან ნაკლად ითვლება ვიტამინი C-ს ნაკლებობა.
მიუსლი ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნას.


ბევრი დიეტოლოგი მიიჩნევს, რომ მიუსლი არის დამოუკიდებელი კერძი, რომელიც შეიძლება მივირთვათ ცალკე. მაგრამ არასასურველია მიუსლის მიღება დღის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით საღამოს, რადგან ის ფაქტიურად 100%-ით ნახშირწყლებია, საღამოს კი ჩვენი ნახშირწყლოვანი ცვლა ნელდება.

მთავარი პირობა, რის გამოც მიუსლი კარგად შეითვისება არის მისი დასველება. ამიტომაც მიუსლის უნდა დავასხათ წვენი, წყალი, რძე, კეფირი ან იოგურტი ჭამამდე 30 წუთით ადრე.  თუ დრო არ გაქვთ უნდა დაასხათ ცხელი რძე და შედგათ მიკროტალღურში 1წუთით.

Read 1379 times Last modified on ორშაბათი, 11 მარტი 2013 13:19
წაიკითხეთ ამავე კატეგორიიდან: « ნაყინი ბროკოლი »

დატოვეთ კომენტარი