გინდა გახდე?!  მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა,ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე   კ ა ლ ო რ ი ე ბ ი

მთავარი
სამშაბათი, 29 იანვარი 2013 14:05

ბროკოლი

ავტ: 
შეფასება
(2 ხმა)

ბროკოლი არის ერთწლიანი მცენარე, კომბოსტოს ოჯახიდან, ყვავილოვანი კომბოსტოს ერთ-ერთი სახეობაა. იჭმევა ბროკოლის ის ნაწილები, რომელიც ყვავილოვანი კომბოსტოსი.

 


არსებობს ბროკოლის ორი ძირითადი სახეობა. შედარებით ცნობილი რომელიც გავს ქოლგის ფორმას, აქვს გრელი ძირი და მასზე განლაგებული ბევრი ყვავილოვანი ფორმის მწვანე ნაწილები, ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული. ბროკოლის მეორე სახეობა არის იტალიური, იგი შეიცავს ბევრ შედარებით თხელ ძირებს რომელიც სრულდება პატარა ყვავილედებით. ასევე არსებობს იისფერი ბროკოლი.

 

ბროკოლის ხარშავენ, წვავენ, მიაქვთ სუფრასთან დაფქულ ორცხობილასთან ერთად, არაჟანთან ერთად, ზეთთან და მაიონეზთან ერთად. მისგან ამზადებენ სუპებს, რაგუს. შეიძლება მისი გამოყენება უმ მდგომარეობაში სალათებში ან სოუსთან ერთად.


ბროკოლი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია, ნამდვილი ვიტამინების და მინერალების საბადო, ის შეიცავს მაღალი დოზით ვიტამინ C-ს, ფოლის მჟავას, კალიუმს, ბეტა-კაროტინს და უჯრედისს. ბროკოლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, და სხვა ნივთიერებებს, რომელიც აფერხებს გულ-სისხლძარღვთა და კიბოს დაავადებებს. ამ ყველა ღირსებასთან ერთად ბროკოლი გემრიელია, ადვილი მოსამზადებელია და ძალიან დაბალკალორიულია.



ბროკოლი შეიცავს ვიტამინ C, PP, K, U(ვიტამინის მსგავსი ნივთიერებაა ) და ბეტა-კაროტინს. ბროკოლი შეიცავს 2,5-ჯერ მეტ C ვიტამინს ვიდრე ციტრუსები.

 

ბეტა-კაროტინის დიდი რაოდენობის შემცველობით(ვიტამინი A, რომელსაც სილამაზის და მხედველობის ვიტამინს ეძახიან) ეს ბოსტნეული ბევრად სჯობნის სხვა ბოსტნეულს და გვერდით უდგას სტაფილოს და გოგრას, რომლებიც ითვლება ბეტა-კაროტინის ძირითად წყაროთ.  ერთი პორცია(155გრ) ბროკოლი შეიცავს ორჯერ მეტ ვიტამინ C -ს ვიდრე რეკომენდირებულია ადამიანისთვის დღის განმავლობაში.


ამას გარდა ბროკოლი გამოირჩევა ბოსტნეულს შორის ვიტამინი U-ს მაღალი შემცველობით(კიბოს საწინააღმდეგო ფაქტორი), ამ ვიტამინის შემცველობით ჩამორჩება მხოლოდ სატაცურს.

 

ბროკოლი ასევე მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, ისეთებით, როგორიცაა: კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, რკინა, ბროკოლი ამ ნივთიერებების შემცველობით კონკურენციას უწევს თავის ნათესავ ყვავილოვან კომბოსტოს.  იგი ორჯერ უფრო მეტ მინერალურ მარილებს და ცილებს შეიცავს ვიდრე ყვავილოვანი კომბოსტო.

ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ფართო სპექტრის წყალობით ბროკოლი განსაკუთრებით რეკომენდირებულია ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ გულის უკმარისობა და ნერვული სისტემის დარღვევა. ქლოროფილი, რომელიც შედის ბროკოლის შემადგენლობაში დადებითად მოქმედებს სისხლის შემადგენლობაზე, ხოლო ფორმირებული, მაგრამ თვალისთვის უხილავი მტვერი ბროკოლის თავზე ფლობს სამკურნალო თვისებებს. ამასთანავე ბროკოლი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ანტისკლეროზულ საშუალებად.

იმის შესახებ, რომ ბროკოლი ითვლება საუკეთესო პროფილაქტიკურ საშუალებად კიბოს წინააღმდეგ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. გამოკვლევის შედეგად იქნა დადგენილი, რომ ბროკოლი შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას სულფორაფანს, რომელიც კლავს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევს კუჭის წყლულის ზოგ სახეობას, ასევე ხელს უშლის კუჭის კიბოს განვითარებას, უფრო მეტიც სულფორაფანი კლავს იმ ბაქტერიებსაც კი, რომელიც მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ.

Read 2372 times Last modified on ორშაბათი, 11 მარტი 2013 13:19
წაიკითხეთ ამავე კატეგორიიდან: « მიუსლი მითები კარტოფილზე »

დატოვეთ კომენტარი