მაგალითად ფინეთში საშუალო სტატისტიკური მოქალაქე წელიწადში მოიხმარს 34კგ შაქარს, ეს უდრის დღეში 32 შაქრის სტანდარტული კუბიკის მიღებას. თუმცა ამ ლიმიტს ადამიანი ადვილად გადასცდება თუ დალევს ერთ ლიტრ ლიმონათს ან სხვა შაქრის შემცველ სასმელს. ჩვენი ორგანიზმი არ არის გათვლილი შაქრის ამხელა დოზების გადამუშავეაზე, ამიტომაც დიაბეტი და სიმსუქნე ასევე ბევრი სხვა დაავადება უფრო და უფრო მეტი ადამიანის პრობლემა ხდება.
ნარკომანი ვირთხები ანუ „შაქრის თაგუნები“
მედიკოსები მიიჩნევენ რომ შაქარზე დამოკიდებულება შეიძლება გაჩნდეს ისევე როგორც ალკოჰოლზე და ნიკოტინზე.
ცხიველებზე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო რომ, შაქრის დიდი რაოდენობით გამოყენების სურვილს და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მექანიზმებს აქვს საერთო შტრიხები.
მეცნიერების ჯგუფმა Bart Hoebel-ის ხელმძღვანელობით ჩაატარა კვლევა თაგვებზე, ცხოველებს თავიდან აძლევდნენ დიდი რაოდენობის შაქარს, ხოლო შემდეგ, როცა გამორიცხეს შაქარი მათი რაციონიდან თაგვები ამჟღავნებდნენ შაქარზე დამოკიდებულების თვისებებს.
ჰოიბელის აზრით, შაქარი ასტიმულირებს ტვინში საკუთარი ოპიატების(ნარკოტიკული საშუალებები) გამომუშავებას. თუ ორგანიზმი იღებს დიდი რაოდენობის შაქარს ხანგრძლივი დროით, ტვინი ექვცევა საკუთარი ოპიატების ზემოქმედების ქვეშ, როგორც მაგალითად ჰეროინის მიღების დროს. შაქრის მოქმედება გაცილებით უფრო სუსტია ვიდრე ნარკოტიკების, ამიტომაც შოკოლადის კანფეტს ჰეროინს გვერძე ვერ დავუყენებთ. თუმცა თაგვებზე ჩატარებული ცდის შედეგად შეგვიძლია გამოვიტანოთ გარკვეული დასკვნები.
შაქრის დაუძლეველი სურვილს ადამიანში ძალიან დიდი ფესვები აქვს გამდგარი.
ტკბილეული - ესაა სწრაფად გადამუშავებადი კალორიების წყარო, ამიტომაც ტვინი ძალიან ძლიერად რეაგირებს მასზე.
თუმცა დღევანდელ პირობებში, როცა ტკბილეული შეიცავს ჩვენთვის ზედმეტ კალორიებს, კი არ აგრძელებს ჩვენს სიცოცხლეს, არამედ ამოკლებს მას.
შაქარი იგივე „თეთრი სიკვდილი“ საიდან იწყება შაქარზე დამოკიდებულება?
ამ პროდუქტის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს არა მხოლოდ წონაში მატებას, მან ასევე შეიზლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, ინფარქტი და კუჭქვეშა ჯირკვალის კიბოც კი.
რატომ არის ძნელი შაქარზე უარის თქმა? აღმოჩნდა რომ შაქარზე დამოკიდებულების პრობლემა სათავეს ბავშვობიდან იღებს. ადამიანი იწყებს შაქრის მოხმარებას ჯერ პირველად რძის სახით, შემდეგ კი თუ ბავშვობაში ხილის, თაფლის და თხილეულის ნაცვლად(რომლებიც შეიცავს ნახშირწყლებს ბუნებრივი ფორმით) იღებს კანფეტებს, ნამცხვრებს და ტორტებს ფორმირდება ჩვევა, რომელთან ბრძოლა საკმაოდ ძნელია.
შაქრისგან მოყენებული ზიანი
შაქრის დაშლის დროს იხარჯება დიდი რაოდენობით კალციუმი, ამიტომ ტკბილის მოყვარულებს ხშირად ცუდი კბილები აქვთ.
შაქარი მიეკუთვნება რაფინირებულ პროდუქტებს, ანუ გადამუშავების დროს იკარგება ყველა სასარგებლო ნივთიერებები, მინერალები და მარილები. საკვებად რაფინირებული პროდუქტების გამოყენებას(ესენია შაქარი, თეთრი ფქვილი, და თეთრი(დამუშავებული) ბრინჯი) მივყავართ მიკროელემენტების დეფიციტამდე, რაც თავის მხრივ იწვევს ნივთიერებათა ცვლის შენელებას, სიმსუქნეს, და ზოგ შემთხვევაში დიაბეტს.
გარდა ამისა შაქრის დაშლისას საჭიროა მეტი რაოდენობის B ჯგუფის ვიტამინები, რომელთა უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ნერვული აშლილობები.
ამოვიღოთ თუ არა შაქარი რაციონიდან?
რათქმაუნდა არა! შაქარი მხოლოდ სიამოვნების წყარო არ არის, ის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის საჭირო ნივთიერებაა. თუმცა რაფინირებული შაქრის ნაცვლად სასურველია მივიღოთ ბუნებრივი შაქარი ანუ ფრუქტოზა, რომელიც შედის ხილის შემადგენლობაში, ტკბილ ბოსტნეულში, ასევე თხილეულში. ფრუქტოზა როცა ხვდება ორგანიზმში შაქრისგან განსხვავებით ის არ წევს შაქრის დონეს სისხლში.
ასე რომ, აუცილებელია შევამციროთ შაქრის მოხმარება და რაც შეიძლება მცირე რაოდენობით მივცეთ ბავშვებს შაქრისგან დამზადებული პროდუქტები. ნუ მივცემთ ბავშვებს კანფეტებს და ნამცხვრებს, არანაირი სარგებელი მათში არ არის, ჯობია ჭამონ ხილი, რადგან მათში აუცილებელი ბუნებრივი შაქრის გარდა არის მინერალები და ვიტამინები.
