გინდა გახდე?!  მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა,ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე   კ ა ლ ო რ ი ე ბ ი

მთავარი
პარასკევი, 01 ივნისი 2012 14:35

მენსტრუალური ციკლი და წონაში კლება

ავტ: 
შეფასება
(6 ხმა)

ვინაიდან ყველა მოდიეტეს გვაინტერესებს რა კავშირია მენსტრუალურ ციკლსა და წონაში კლებას შორის, შეიძლება თუ არა ვარჯიში ამ დროს,  ვინაიდან ფორუმზე  ამის შესახებ თემაც კი გაიხსნა გადავწყვიტე ვუპასუხო ამ კითხვებს...

კავშირი მენსტრუაციასა და წონაში კლებას შორის
წონაში კლება და მენსტუალური ციკლი ძალიან მჭიდრო კავშრშია ერთმანეთთან, მენსტრუაციის დროს სხეულმა შეიძლება დაიწყოს ცხიმის აქტიური წვა, ან პირიქით უფრო სწრაფად დაიწყოს ცხიმის „მოგროვება“. იმისთვის რომ ზუსტად განვსაზღვროთ რომელი დღეები მოქმედებენ ამა თუ იმ პროცესებზე, საჭიროა ჩავუღრმავდეთ მენსტუაციისა და კლების პროცესს.



ის ფაქტი რომ, მენსტრუაციის პირველი დღე ითვლება ციკლის პირველ დღედ ყველამ იცის, ამ პერიოდში ქალის ორგანიზმი გადადის აქტიური მუშაობის რეჟიმზე, ყველა პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, რაც იწვევს ცხიმების წვის მაღალ სისწრაფეს.

მენსტრუაციის დაწყებამდე 6-8 დღით ადრე უნდა შევზღუდოთ მარილიანი და დამარილებული პროდუქტები ჩვენს რაციონში. ეს პროდუქტები იწვევენ ორგანიზმში წყლის შეკავებას, ამ პერიოდს კი ისედაც ახასიათებს სითხის შეკავება.

მენსტრუალური ციკლის დაწყების პირველივე დღიდან აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს კვებაზე და ჩავრთოთ რაციონში ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: მარცვლოვნები, ბრინჯი, მოხარშული კარტოფილი, სრულმარცვლოვანი პური, ანუ ყველა ის პროდუქტი, რომელთა შემადგენლობაში შედის რთული ნახშირწყლები, რომელთაც ძალიან ნელა ითვისებს ორგანიზმი.

ციკლის მეორე ეტაპზე ქალის ორგანიზმი სუსტდება და გადადის „დაგროვების“ რეჟიმზე. ამ პერიოდს ახასიათებს გამუდმებული შიმშილის გრძნობა, რომელის დროსაც გვინდება ტკბილეული და სხვადასხვა გემრიელობები. მენსტრუალური ციკლის მეორე ნაწილში სასურველია ცილოვანი პროდუქტების გამოყენება, ისეთების როგორიცაა: თევზი, ხორცი, რძის და ზღვის პროდუქტები, ნახშირწყლების რაოდენობა კი განსაკუთრებით უნდა შევამციროთ ამ დროს.

მენსტრუალური ციკლი და სპორტი
ციკლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ფიზიკური აქტივობის მიმართ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, ჯობია ცოტა ხნით გადავდოთ ძალისმიერი ვარჯიშები , ეს პერიოდი ხასიათდება გამძლეობის დაქვეითებით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ პერიოდმა სრული ფიზიკური დატვირთვის გარეშე უნდა ჩაიაროს.

მენსტრუაციის მეოთხე დღიდან ფიზიკური დატვირთვის ხარისხი უბრუნდება ჩვეულ ნორმას, ფიტნესი და ტრენაჟორებზე ვარჯიში მოგვანიჭებს ჩვეულ სასიამოვნო განცდას, მე-4-დან 25-ე დღემდე (12-15დღეების გამოკლებით) ქალები საკმაოდ ადვილად უმკლავდებიან ნებისმიერ ფიზიკურ დატვირთვას და მათ შორის ძალოვან ვარჯიშებსაც.

ნუთუ ამ რამდენიმე დღის მანძილზე სპორტის არსებობა უნდა დავივიწყოთ? სულაც არა: გახდომა და მენსტრუალური ციკლი როგორც ორი სხვადასხვა პროცესი ერთმანეთთან კონფლიქტში არ მოდის, რაც საშუალებას გვაძლევს დავკავდეთ სპორტით ყველაზე კრიტიკულ დღეებშიც კი. მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა უნდა იყოს შედარებით მსუბუქი და რამდენიმე ნაწილად დაყოფილი...

Read 2550 times

დატოვეთ კომენტარი