გინდა გახდე?!  მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა,ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე   კ ა ლ ო რ ი ე ბ ი

მთავარი დიაბეტი დიაბეტის სიმპტომები
კვირა, 06 იანვარი 2013 16:49

დიაბეტის სიმპტომები

ავტ: 
შეფასება
(2 ხმა)

ზოგ შემთხვევაში დიაბეტი შეიძლება არ გამოვლინდეს საკმაოდ დიდი დროის მანძილზე. დაავადების სიმპტომები სხვადასხვა ტიპის დიაბეტის დროს სხვადასხვაა. ზოგჯერ არ არის არანაირი ნიშანი, დიაბეტი კი ვლინდება ექიმთან შემთხვევითი ვიზიტის დროს. თუმცა არსებობს გარკვეული მსგავსი ნიშნები. მათი გამოხატვა დამოკიდებულია ინსულინის გამომუშავების შემცირების ხარისხზე, ინდივიდუალურ თავისებურებებზე და დაავადების ხანგრძლივობაზე.



ძირითადი სიმპტომები:
ხშირი შარდვა და ძლიერი წყურვილის გრძნობა ღამე.
მშრალი კანი.
წონაში დაკლება.
ფეხის კუნთების კრუნჩხვა.
მხედველოის გაუარესება.
სასქესო ორგანოების  კანისა და ლორწოვანის ქავილი.

I ტიპის დიაბეტის სიმპტომებს მიეკუთვნება:
ხშირი შარდვა
გულისრევის შეგრძნება, ღებინება
ძლიერი წყურვილის გრძნობა
დაღლილობის გრძნობა
სისუსტე
გაღიზიანებადობა
მუდმივი შიმშილის გრძნობა, წონის დაკლება(ნორმალური კვების დროს)
ღამე შარდის შეუკავებლობა ბავშვებში შეიძლება იყოს დიაბეტის მიზეზი, თუ ადრე არაფერი მსგავსი არ შეიმჩნეოდა. ინსულინდამოკიდებული ტიპის დიაბეტის დროს სისხლში გლუკოზა შეიძლება მკვეთრად შემცირდეს ან გაიზარდოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

II ტიპის დიაბეტის სიმპტომებია:
მხედველობის დაბურვა
ქავილი
უჩვეულო წყურვილი
დაღლილობა და ძაილიანობა
კანის ინფექციები
პარესთეზია(შეგრძნებების შეცვლა) და მგრძნობელობის დაკარგვა ფეხებში
შეუხორცებელი ჭრილობები
ზრდასრულ ასაკში დიაბეტის მიზეზად ითვლება არასწორი კვება. დიაბეტის დროს შეიძლება შემჩნეული იყოს გრიპის მსგავსი სიმპტომები, ბეწვის ცვენა ფეხებიდან, მაგრამ ამ დროს ბეწვის ამოსვლა სახეზე, ჩნდება კანის პატარა წანაზარდები - ქსანტომები. სიმპტომებს შორის ერთ -ერთი ხშირია ხშირი შარდვა, რომელიც იწვევს ჩუჩის ანთებას(ბალანოპოსტიტს)

დიაბეტის დიაგნოსტიკა ხდება ორი ჩვენების მიხედვით:

1. შაქრის რაოდენობა შარდში
2. შაქრის რაოდენობა სისხლში

გლუკოზის რაოდენობა სისხლში:

 

 

ნორმა

სიჭარბე

მშიერზე

120მგ% ან 6,6მმოლ/ლ

  • 120მგ%

ჭამის შემდეგ

140მგ% ან 7,7მმოლ/ლ

  • 160-180მგ%



გლუკოზის დონე სისხლში განისაზღვრება მშიერზე და თუ ნორმას არ გადასცდება 120მგ%(6,6მმოლ/ლ) ეს ნიშნავს რომ არ არის დიაბეტი, სიჭარბე კი მიგვანიშნებს დიაბეტის განვითარებაზე. ნორმის დროს შარდში შაქარი არ არის, რადგან გლუკოზას იკავებს თირკმელები. სისხლში ჭარბი რაოდენობით შაქრის არსებობის დროს, რომელიც მეტია 160-180მგ%-ზე თირკმლის ფილტრი ვერ უმკლავდება ფილტრაციას და შაქარი ხვდება შარდში. მისი არსებობა განისაზღვრება სპეციალური ტესტით,  გლუკოზის მინიმალურ შემცველობას შარდში უწოდებენ „თირკმლის ზღვარს“.

რადგანაც ცხრილში მოყვანილი ციფრები სხვადასხვა ავტორების არის, რეკომენდაციას ვაძლევთ შემდეგ ტესტს, ობიექტური რეზულტატისთვის:

1. უნდა განისაზღვროს გლუკოზის დონე სისხლში მშიერზე.
2.დალეულ იქნას 75გრ ყურძნის შაქარი, გახსნილი 300მლ ადუღებულ წყალში.
3. ერთი საათის შემდეგ შეამოწმეთ გლუკოზის დონე სისხლში.
4.ორი საათის გასვლის შემდეგ კვლავ შეამოწმეთ გლუკოზის დონე სისხლში.
ტესტი ითვლება უარყოფითად თუ შაქრის შემცველობა სისხლში მშიერზე არ აჭარბებს 120მგ%ს, ხოლო ორი საათის შემდეგ არ უნდა აჭარბებდეს 140მგ%-ს.
იმ შემთხვევაში თუ მშიერზე შაქარი აჭარბებს 129მგ%-ს, ორი საათის შემდეგ კი აჭარბებს 200მგ%-ს ან 11,1მმოლ/ლ, ეს უკვე მიუთითებს შაქრიან დიაბეტზე, და აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

Read 3063 times
წაიკითხეთ ამავე კატეგორიიდან: « დიაბეტი დიაბეტის განვითარების მიზეზები »

დატოვეთ კომენტარი