გინდა გახდე?!  მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა,ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე   კ ა ლ ო რ ი ე ბ ი

მთავარი ეს საინტერესოა ყავა
პარასკევი, 13 ივლისი 2012 20:49

ყავა

ავტ: 
შეფასება
(1 ხმა)

ნატურალური ყავა დღეს არსებულ სასმელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს დილას ყავით. თუმცა დღემდე არ წყდება კამათი ყავის სარგებლობა-მავნეობაზე. ამ საკითხს ეძღვნება უამრავი კვლევა და ძალიან ბევრი მეცნიერის მონოგრაფია.

ყავის სამშობლოდ ითვლება ეთიოპიაში კაფას პროვინცია. აქედან მოდის ყავის სახელიც. ეთიოპიელმა მწყემსებმა შენიშნეს, რომ ყავის ხე, რომლის ნაყოფსაც მათი თხები მიირთმევდენ. ეთიოპიაში დაიწყეს ყავის მოხმარება და მალე გავრცელდა მთელს მსოფლიოში.

აღსანიშნავია, რომ ძალიან ცოტა ადამიანი სვამს ნამდვილ ყავას, ყავის მარცვლებისგან. ადამიანების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს მის ხსნად ანალოგს, რომელიც შვედმა ქიმიკოსმა მაქს მორგენტალერმა გამოიგონა. მისი მომზადება გაცილებით ადვილია, დროც ნაკლების სჭირდება. თუმცა ხსნადი ყავა ნამდვილ ყავას გემოთიც და თვისებებითაც ბევრად ჩამოუვარდება. გარდა ამისა, მეცნიერულად დასაბუთდა, რომ ხსნად ყავაში კოფეინი გაცილებით მეტია.

ყავაში მთავარი შემადგენელი კომპონენტი არის კოფეინი, რომელიც შედის ჩაის ფოთლების, ყავისა და კოლას მარცვლების შემდგენლობაში.

დადგენილია, რომ კოფეინი აღმგზნებად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რადგანაც აგზნებაში მოყავს თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქი. მას შეუძლია აქტივობაში მოიყვანოს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი, გონებრივი და ფიზიკური შორმისუნარიანობა. კოფეინს შესაბამის დოზაში შეუძლია მოხსნას დაღლილობა და ძილიანობა, მაგრამ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ნერვული უჯრედების გამოფიტვა.

კოფეინის მოქმედება მკაცრად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. აუცილებელია იმის ცოდნა, რომ კოფეინი ასუსტებს საძილე და ნარკოტიკული საშუალებების მოქმედებას.

ბევრი მეცნიერი თვლიდა, რომ ყავა იწვევს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას. თუმცა დამტკიცდა, რომ ყავა არ არის ნარკოტიკი და არ იწვევს ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, თუმცა ფიზიკურ დამოკიდებულებას ნამდვილად იწვევს. ყავაზე უარის თქმა ბევრ ადამიანში იწვევს თავის ტკივილს,გაღიზიანებულობას, შებოჭილობასა და ღებინებასაც კი.

ყავა კოფეინის გარდა შეიცავს რკინას, ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორსა და გოგირდს. ყავაში აღმოჩენილია „ბედნიერების ჰორმონად“ წოდებული სეროტონინი, რის გამოცა ყავა დადებითად მოქმედებს დეპრესიისა და ცუდი გუნება-განწყობის დროს.

მეცნიერებამ ბოლო დროს ყავას შემდეგი დადებითი ეფექტები მიაწერა:

  • ყავა ხელს უწყობს ალცჰეიმერის დაავადების თავიდან აცილებას - 2009 წელს კვლევებში დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ზრდასრულ ასაკში  დღეში იღებს საშუალოდ 3-5 ჭიქა ყავას, 65% ნაკლებად არის ალცჰეიმერის დაავადების რისკის ქვეშ. კოფეინი ამცირებს ბეტა-ამილოიდის რაოდენობას, რომლის დაგროვებაც ხშირად აღინიშნება ალცჰეიმერის დაავადების დროს;
  • ყავა იცავს კიბოს განვითარებისგან - ყავაში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უშლიან ზოგიერთი კიბოს განვითარებას. ერთ-ერთ იაპონურ კვლევაში დადგინდა, რომ ქალები, რომლებიც დღის განმავლობაში 3 ჭიქა ყავას სვამენ 50% ნაკლებად დგანან სწორი ნაწლავის კიბოს რისკის ქვეშ;
  • ყავა იცავს დიაბეტისგან - ყავის რეგულარული მოხმარება ამცირებს დიაბტი ტიპი 2 განვიტარების რისკს. ამის დასტური არის კვლევა, რიომელიც ჩატარდა 2006 წელს. კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ ის ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც ჰქონდა გენეტიკური წინასწარგანწყობა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისადმი. აღმოჩნდა, რომ ყავისრეგულარულ მომხმარებლებში მდგომარეობა გაცილებით კარგად იყო, ინსყულინრეზიტენტობა და მით უმეტეს დიაბეტი მათში მთელი 60% ნაკლებად აღინიშნა. მეცნიერულად დასაბუთდა, რომ ყავში შემავალი ანტიოქსიდენტები, მინერალები და კოფეინი აუმჯობესებენ გლუკოზის ცვლას და ზრდიან ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინისადმი;
  • ყავა ხსნის კუნთოვან ტკივილს და დაღლილობას - კოფეინი აბლოკირებ ადენოზინს, რომელიც იწვევს ტკივილის რეცეპტორების აგზნებას;
  • ყავა ამცირებს პოდარგის რისკს  -2007 წლის კვლევებით დადგინდა, ხანდაზმულ მამაკაცებში, რომლებიც დღეში იღებდნენ 5 ჭიქა ყავას, პოდარგის განვითარების სიხშირე შემცირდა 40% იმათთნა შედარებით ვინც კვლევის დროს არ იღებდა ყავას;
  • ყავა ინფარქტით სიკვდილიანობის სიხშირეს ამცირებს - 2008 წელს ჩატარებულ კვლევაში გახდა ცნობილი, რომ ყავა აუმჯობესებს სისხლძარღვის გამავლობას, ხსნის ანთებით პროცესებს ინტიმაში და იწვევს „ცუდი“ ქოლეტერინის დაჟანგვას;
  • ყავა გამოიყენება ერექტიული დისფუნქციის დროს - კოფეინი აღაგზნებს თავის ტვინის ქერქის იმ უბანს, რომელიც პასუხისმგებელია აგზნებსა და ერექციაზე;
  • გარდა ამისა, ცნობილია, რომ ყავა ამცირებს ინსულტის, პარკინსონის დაავადების, შარდკენჭოვანი და თიკრმელკენჭოვანი დაავადებეის რიკს.

ყავის დადებით თვისებებზე საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ, ახლა მოკლედ შევეხოთ მის მავნე თვისებებს.

  • ყავა იწვევს არტერიული წნევის მატებას და პულსის გახშირებას;
  • ყავის მაღალი დოზები შესაძლოა სპინტანური აბორტისა და ნაყოფის განვითარების მანკების მიზეზი გახდეს;
  • დედის რძიდან მიღებული კოფეინი (როცა დღეში 2-3 ჭიქა ყავას სვამს) ბავშვში იწვევს გაღიზაინებადობას, ნევროზულობასა და უძილობას;
  • ყავა შეიცავს კრეოზოტსა (კანცეროგენი) და პოლიციკლურ არომატულ ნახშირწყლებს, რომლებსაც „იძენს“ მოხალვის დროს.

ახლა კი მოკლედ, რა დროს უნდა შეიკავოს ადამიანმა თავის ყავის მოხმარებისგან:

  • ორულობა;
  • ლაქტაცია;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • უძილობა;
  • კოფეინზე ალერგია.
Read 810 times

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი