გინდა გახდე?!  მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა,ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე   კ ა ლ ო რ ი ე ბ ი

მთავარი ეს საინტერესოა შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები
პარასკევი, 13 ივლისი 2012 23:27

შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები

ავტ: 
შეფასება
(1 ხმა)

შეუცვლელია ისეთი ცხიმოვანი მჟავები, რომელთა სინთეზი ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია, მაგრამ აუცილებელია მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რადგან მონაწილეობას იღებს მრავალ მეტაბოლურ პროცესებში.  ამის გამო ის ადამიანმა უნდა მიიღოს საკვებთან ერთად.

ადამიანებისთვის არსებობს მხოლოდ ორი შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავა: ალფა-ლინოლეის მჟავა (ერთ-ერთი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა) და ლინოლეის მჟავა ( ერთ-ერთი ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავა). ისინი არიან მოკლე ჯაჭვის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები. მათგან შემდგომ, ადამიანის ორგანიზმშო ხდება გრძელი ჯაჭვის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების მიღება

ადამიანის ორგანიზმს  მათი სინთეზი იმიტომ არ შეუძლია, რომ მათ არ გააჩნიათ ენზიმი დესატურაზა. ეს ენზიმი ცხიმოვან მჟავებს აცლის ორ წყალბადის ატომს  და წარმოქმნის ორმაგ ბმებს.

შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს  მოლეკულაში აქვთ ერთზე მეტი ცის ორმაგი ბმა, ანუ არიან პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები. მოლეკულის ერთი ბოლო შეიცავს კარბოქსილის ჯგუფს (COOH) . COOH -ის შემდგომ მყოფი ნახშირბადი აღინიშნება α-თი, შემდგომი β-თი და ა.შ.  მიუხედავად იმისა, რომ არსებობს განსხვავებული სიგრძის ცხიმოვანი მჟავები, უკანასკნელი ნახშირბადის მოლეკულა ყოველთვის აღინიშნება ω-თი (ω, იგივე ომეგა-ბერძნული ანბანის უკანასკელი ასო). ომეგა-3 ნიშნავს, რომ ω-ით აღნიშნული მოლეკულიდან რიგით მესამე და მეოთხე მოლეკულებს შორის არსებობს ორმაგი ბმა.  მოლეკულაში, ნახშირბადის ატომების რაოდენბა, ორმაგი ბმების რაოდენობა და ორმაგი ბმების პოზიცია შეიძლება ჩაიწეროს მაგ. ასე: 18:4 ω-3, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხიმოვანი მჟავა შედგება 18 ნახშირბადის მოლეკულისგან, 4 ორმაგი ბმისგან და აქედან პირველი ორმაგი ბმა არსებობს ω-სგან მესამე პოზიციაში.

 

 

ადამიანის მიერ საკვებთან ერთად მიღებული პოლიუჯერი ცხიმების უმეტესი რაოდენობა შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს წარმოადგენს.

შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს თევზეული , მცენარეთა მწვანე ფოთლები, სელის თესლი, სოიო, მზესუმზირა, გოგრის თესლი,უმეტესობა მცერაული ზეთები,  კაკალი, ასევე იმ ცხოველთა ხორცი, რომლებიც იკვებებიან ისეთი მცენარეებით, რომლებიც ასინთეზებენ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს: ეს შესაძლებელია იყოს, როგორც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი, ისე ქათმის ხორცი და კვერცხი.

Read 954 times Last modified on ორშაბათი, 16 ივლისი 2012 21:56

დატოვეთ კომენტარი