გინდა გახდე?! მაშინ ჭამე ის, რაც გინდა, დალიე ის რაც გინდა, - ანუ
დ ა ი თ ვ ა ლ ე კ ა ლ ო რ ი ე ბ ი
ჩემი რეალითი შოუ დაბრუნდა...
ზამთარში შევწყვიტე დიეტა და შესაბამისად რეალითი შოუც შეწყდა.
ახლა უკვე მესამე კვირაა ვითვლი კალორიებს, საწყისი წონა იყო 64კგ, ახლა კი, ზუსტად 3კვირის თავზე ვარ 60,5კგ, ანუ დავიკელი 3,5 :)
და ვარ ძალიან ძალიან ბედნიერი...
ჩემი რეჟიმი ასეთია: 1200კკალ დღეში.( ვჭამ ყველაფერს რაც მიყვარს, ვიკლებ და ვარ კარგ განწყობაზე.)
ჩემს სახლის ველოტრენაჟორზე კალორიების განადგურება და 5წუთიანი ვარჯიშები...
მენიუების ნახვა შეგიძლიათ ფორუზე თემაში ყოველდღიური მენიუები, რეცეპტებს იხილავთ ამ კატეგორიაში: რეცეპტები დათვლილი კალორიებით, ვარჯიშებს აქ ვარჯიშები ხოლო მე შევასრულებ ჩემს სიტყვას და თქვენს თვალწინ დავიკლებ წონაში...
როგორც ვიდეოში მოგახსენეთ ვიყიდე მასაჟორი და ვნახოთ თუ ექნა შედეგი მაგასაც აუცილებლად გაგიზიარებთ
ზრდის ჰორმონი
ზრდის ჰორმონი ასტიმულირებს ცილების სინთეზს(კუნთოვანი ქსოვილის შენებას და მის შენარჩუნებას) ასევე მოქმედებს ძვლების სიმყარეზე, ასევე მყესებზე, იოგებზე და ხრტილებზე.
ეს სასარგებლო ჰორმონი ამცირებს გლუკოზის გამოყენების სურვილს და ვარჯიშის დროს საწვავად იყენებს ჩვენი ორგანიზმის ზედმეტ ცხიმს.
ეს გვეხმარება ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებაში და ინარჩუნებს გლუკოზის ნორმალურ დონეს სისხლში.
ზრდის ჰორმონის გამონთავისუფლება ჰიპოფიზიდან ძლიერდება აერობიკის დროს, განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობის ან ინტერვალური ვარჯიშების დროს.
რატომ არის „დიეტის პლატო“ გარდაუვალი?
თუ დიეტაზე ხართ, ეს სტატია ნამდვილათ თქვენთვისაა, კარგათ გაიაზრეთ და დაიმახსორეთ შემდეგი ფაქტორები აუცილებლად გამოგადგებათ...
„დიეტური პლატო“ - ჩვენი შეცდომების შედეგი სულაც არ არის, ეს არის ნორმალური მდგომარეობა, რომელიც ადრე თუ გვიან ყველა მოდიეტეს ხვედრია.
წონის შეჩერება აუცილებელია ორგანიზმისთვის, რათა შეძლოს შეგუება ახალ წონასთან, დაკლება ხომ სერიოზული ძვრაა ორგანიზმისთვის.
ერთ-ერთ მთავარ როლს დაკლების დროს თამაშობს ჩვენი ფსიქიკა, მას აქვს ჩვენი სხეულის გარკვეული გამოსახულება შექმნილი, დიეტის დროს იცვლება ჩვენი წონა და ფიზიკური აქტივობა, ტვინს ჭირდება გარკვეული დრო, რომ შეცვლილ სხეულს და ცხოვრების სტილს „მიეჩვიოს“ და შექმნას ახალი“ხატება“, ანუ შეიქმნას წარმოდგენა თავის ახალ სხეულზე და ცხოვრების წესზე. ამ პროცესის დაჩქარება შეუძლებელია, სწორედ ეს ფაქტორი მოქმედებს წონის სწრაფ ანაზღაურებაზე მონო დიეტების დასრულებისთანავე, ფსიქიკა უბრალოდ ვერ ასწრებს გადაწყობას და ახალი სხეულის აღქმას, ამიტომ ცდილობს დაიბრუნოს თავისი ჩვეული მდგომარეობა...
ჭარბი წონისგან განთავისუფლება ყველა ჩვენთაგანის სიხარულია, ის მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობასა და თვითშეფასებაზე. თუმცა არსებობს ნიუანსები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ წონაში კლების დროს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ კანი არ დარბილდეს და არ გახდეს მომჩვარული.
არსებობს რამდენიმე გზა, სახლის პირობებში კანის ტონუსის მოსამატებლად.
1. ყოველ დღე შხაპის მიღების დროს ეცადეთ გააგრილოთ წყალი, წინა დღესთან შედარებით.
დაიმასაჟეთ პრობლემური ზონები კრემით, ან კოსმეტიკური ზეთით, თუმცა უკეთესია სპეც პროდუქციის შეძენა. უარი თქვით რბილ, სინთეტიკურ ღრუბელზე, უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ და უხეშ მატერიალებს.
ორგანიზმი ყოველდღიურად უნდა იღებდეს არანაკლებ 2,5 ლ წყლისა და ცოტა მარილს, რათა დააკომპენსიროს წყლის დანაკარგი (შარდი, სუნთქვა, ოფლი).
2,5 ლ-ზე ნაკლები რაოდენობით წყლის მიღება იწვევს თირკმელებზე დამატებით დატვირთვას, რადგან წყლის მინიმაურ რაოდენობაში (რასაც დასაკარგად გაიმეტებს ორგანიზმი) უნდა გააზავოს დიდი რაოდენობით მეტაბოლიტები და ტოქსინები.
საერთო ჯამში ადამიანის ორგანიზმს სჭირდება 4,5 ლ წყალი, რომლიდანაც 2,5 ლ მიიღებს წყლის სახით, დანარჩენი კი მიიღება ნივთიერებათა ცვლის შედეგად დღის განმავლობაში მიღებული საკვებიდან.
ეს 4,5 ლ წყალი სჭირდება ორგანიზმს 2,5 ლ შარდის გამოსამუშავებლად, ეს რაოდებობა აუცილებელია, რათა თირკმელები არ დაიტვირთოს ძალიან შარდის კონცენტრირების დროს (აქედან დასკვნა, იმ ადამიანებში, რომლეიც იღებენ დიდი რაოდენობით წყალს, შარდი ყოველთვის შედარებით ღია ფერისაა).
1ლ-ზე მეტ წყალს დღის განმავლობაში ხარჯავს ფილტვები - სუნთქვის დროს იკარგება წყალი ამონასუნთქ ჰაერთან ერთად.
როცა ვიწყებთ დიეტას, კვირიდან კვირამდე ერთი სული გვაქვს ავიწონოთ და შედეგი ვნახოთ, სიხარულით ვიღებთ დიდი ხნის გადანახულ ტანსაცმელს, რომელშიც აღარც გვეგონა რომ ჩავეტეოდით და ჰოი საოცრებავ, დიდი გვაქვს! ჩვენ გვიპყრობს სიხარულის და ბედნიერების განცდა, გვაშინებს მხოლოდ ერთი რამ - მკერდი.
წელის, მკლავების და ფეხების გარშემოწერილობასთან ერთად იკლებს მკერდის გარშემოწერილობაც, ხოლო მოცულობის შემცირებასთან ერთად კანზე ჩნდება პატარა ნაოჭები, სტრიები და კანი ხდება : „დაკიდული“
როგორ შევინარჩუნოთ მკერდის ფორმა წონაში დაკლების დროს? დიდი იმედი მაქვს ეს სტატია დაგეხმარებათ თქვენც და მეც...
იმისთვის რომ შევინარჩუნოთ მკერდის ფორმა უნდა დავიკლოთ ნელა
ყველას ვისაც ჭარბი წონა აქვს უნდა დაიკლოს სწრაფად, თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ არ დავიკლოთ სწრაფად, რადგანაც ამ დროს ჩვენ ვკარგავთ არა მხოლოდ ცხიმს, არამედ სითხესაც, და კუნთოვან ქსოვილსაც.